суббота, 16 апреля 2016 г.

მეცხრე დღე

არაჩვეულებრივი დღე იყო.მოვისმინე საინტერესო პრეზენტაციები,კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი პედაგოგების ნიჭიერებაში.
განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ ქ-ნი ნინოს მიმართ,რომელმაც თავისი გულისხმიერებითა და საქმის ცოდნით  გამიადვილა კომპიუტერთან მუშაობა.
თითოეულ პედაგოგს ვუსურვებ წარმატებას.

воскресенье, 10 апреля 2016 г.

მერვე დღე

ვისწავლეთ  დიფერენცირებული სწავლების დამხმარე მასალის შექმნა,რომელიც მოსწავლეს დავალების შესრულებაში დაეხმარება. ასევე ვისწავლეთ პოეტფოლიოს ბლოგზე განთავსება და კოლეგები შევძლებთ გამოცდილების გსზიარებას.

суббота, 9 апреля 2016 г.

მეშვიდე დღე

   დავასრულეთ სასწავლო პროცედურებზე მუშაობა.ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა  მოსწავლეთა განსხვავებული  საჭიროებების გათვალისწინებით,რათა ყველა მოსწავლემ მიაღწიოს სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს,სრულყოფილად გამოიყენოს თავისი სასწავლო პოტენციალი.ასეთი მიდგომით ყველა მოსწავლე თანაბრად ჩაერთვება სასწავლო პოცესში.

воскресенье, 3 апреля 2016 г.

მეექვსე დღე

დავიწყეთ სასწავლო პროექტის პროცედურებიოს შევსება,დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა დავათვალიერეთ განმავითარებელი შეფასების სქემა და გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა.

суббота, 2 апреля 2016 г.

მეხუთე დღე

მეხუთე დღეს ვისწავლეთ  ჩემს ბლოგზე  გამოკითხვის დაყენება,გვერდების  შექმნა და ინფორმაციის დამატება,ვიმსჯელეთ  პროცედურებზე და დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მომზადება.
განსაკუთრებით  საინტერესო იყო შესვენების დროს  ლეგენდარული გიმნაზიის დათვალიერება. მეგზურობა გაგვიწია ამავე სკოლის პედაგოგმა ქალ-მა ნანა ნოზაძემ,რომელმაც ენერგიულად და ხალისიანად მოგვითხრო სკოლის ისტორიის შესახებ.საკმაოდ შთამბეჭდავი დღე იყო.ამისათვის დიდი მადლობა მას.

воскресенье, 27 марта 2016 г.

მეოთხე დღე

მეოთხე დღეს შევისწავლეთ შეფასების ჩარჩო,სასწავლო მეთოდებისა და ინსტრუმენტების შერჩევა,გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი, გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას. ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ბლოგის დიზაინზე მუშაობა.